მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს - კვების ობიექტებს სამუშაო საათები უმცირდებათ

24.08.21 04:11
მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს - კვების ობიექტებს სამუშაო საათები უმცირდებათ

მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს სამუშაო საათები უმცირდებათ. შეზღუდვა ძალაში ხვალიდან, 25 აგვისტოდან, შევა. იმ დროს, როცა მხოლოდ დღეს, ვირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლება გამოსავალს სარესტორნო ქსელის მუშაობის 1 საათით შემცირებაში ხედავს.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, ორ სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს ეხება.  მთავრობის გადაწყვეტილებით, მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

 საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, პირდაპირ მიანიშნა, რომ რეგულაციები საკმარისი არ არის და მათი გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში უახლოეს დღეებში დადგება.