საკოორდინაციო საბჭო ხიბლში შევიდა -სარესტორნო ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

24.08.21 06:24
საკოორდინაციო საბჭო ხიბლში შევიდა -სარესტორნო ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ბიზნესი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. საქმე ეხება მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც რესტორნებს სამუშაო საათები შეუმცირდებათ. სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

ყოველ შეკრებაზე საკოორდინაციო საბჭო მე მგონი, ხიბლში შევიდა და ყოველ კვირაში თითო-თითო საათით ამცირებს სარესტორნო სფეროს მუშაობას. ეს, ჩემი ღრმა რწმენით, ის მიზანი, რაც არის დასახული კოვიდვითარების გამოსწორება და შემსუბუქება არსებული რეალობის, ნამდვილად ვერ იქნება მიზანმიმართული და მიზანი მიღწეული. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის, გაზრდის იმ ადამიანების უმუშევრობას, რომლებიც ამ სფეროში დასაქმებულები არიან. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიღებული იქნა, ცალსახად ვერ ემსახურება საერთო მიზანს და უბრალოდ, არის მიღებული იმისთვის, რომ "გადაწყვეტილება მივიღეთ, - ამბობს სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელი.