რასაც მთავრობა აკეთებს, ეს არის დანაშაული - ვატო სურგულაძე ახალ შეზღუდვებზე

24.08.21 06:31
რასაც მთავრობა აკეთებს, ეს არის დანაშაული - ვატო სურგულაძე ახალ შეზღუდვებზე

ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, მთავრობას პანდემიის არასწორ მართვაში ადანაშაულებს. საუბარია საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რესტორნებს სამუშაო საათები შეუმცირდებათ. სურგილაძის თქმით, მთავრობა დანაშაულს სჩადის. 

რასაც მთავრობა აკეთებს, ეს არის დანაშაული, პირდაპირ ვამბობ. არ იციან, როგორ უნდა მართონ ქვეყანა, ამიტომაც რესტორანი გადმოვიტანეთ ათ საათზე. დავიცვათ რეგულაციები ყველგან და ყოველთვის, ნიღბის ტარება, დისტანცია და მასობრივი ღონისძიებები უნდა იყოს აკრძალული ყველასთვის, - ამბობს სურგულაძე.