სექტემბრიდან ქვეყანაში 50 000 დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა - გამყრელიძე

25.08.21 10:37
სექტემბრიდან ქვეყანაში 50 000 დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, სექტემბერში საქართველოში 50 000 დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინის შემოსვლას აანონსებს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ვაქცინა ერთჯერადად კეთდება და მისი ქვეყანაში შემოტანა გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით მოხდება. 

სექტემბრიდან, ალბათ, გერმანიის მთავრობის დახმარება იქნება, 50 000 დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა, იცით, რომ ერთჯერადად კეთდება ისეთი ვაქცინაა და არა ორჯერადად,  - განაცხადა გამყრელიძემ.