პატიმარი გლდანის ციხიდან დახმარებას ითხოვს - ლაშა მელიქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

26.08.21 11:34
პატიმარი გლდანის ციხიდან დახმარებას ითხოვს - ლაშა მელიქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

პატიმარი გლდანის ციხიდან დახმარებას ითხოვს. ლაშა მელიქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მაღალი სიცხეები აქვს. ის საპატიმროს ადმინისტრაციასა და მედპერსონალს გულგრილობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

დაკავებულის უფლებადამცველი "პირველებთან" ყვება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მელიქიას მუცლის თიაქრის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც "ვივამედის" მედპერსონალმა ის პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების გარეშე დააბრუნა.

ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის და სახალხო დამცველის აპარატს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.