ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, მერე მეც წამოვალ - გამყრელიძე

27.08.21 12:11
 ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, მერე მეც წამოვალ - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიუხედავად ზომების გამკაცრებისა, მასშტაბური შეკრებების წესი მაინც ირღვევა.

ზომები სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი ახალგაზრდები ხართ, თავი შევიკავოთ ამ კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება? მერე, როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ“, - განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.