საქართველოში კორონავირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა

28.08.21 11:33
საქართველოში კორონავირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა. covid 19 4247 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსი 3053 ადამიანმა დაამარცხა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.42%-ა, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.23%.

ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 755 გამოვლინდა, აჭარაში - 456, იმერეთში – 447, ქვემო ქართლში – 295, შიდა ქართლში – 254, გურიაში – 121, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 304, კახეთში – 389, მცხეთა-მთიანეთში – 102, სამცხე-ჯავახეთში – 86, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 38.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 56 693, საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 232, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 171. მძიმე პაციენტია – 1 624.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 540 449 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 175 და გამოჯანმრთელდა 476 555 პირი.