რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში - ახალი სტატისტიკა

28.08.21 12:14
რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში - ახალი სტატისტიკა

28 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 1 122 209 აცრაა ჩატარებული- ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ოფიციალური სტატისტიკით, 1 დოზით ვაქცინირებულია 760 899 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.6%.

სრულად ვაქცინირებულია 361 310 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.7%.

გუშინ, 27 აგვისტოს აიცრა 26 734 ადამიანი.