ბათუმში კორონავირუსს დედა-შვილი ემსხვერპლა

28.08.21 13:56
ბათუმში კორონავირუსს დედა-შვილი ემსხვერპლა

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. 54 წლის ქალი და მისი 31 წლის შვილი კორონავირუსზე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

დედა-შვილი კოვიდის გამწვავებული  ფორმით კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, მდგომარეობა თავიდანვე რთულად შეფასდა. თავდაპირველად ისინი ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება. 

ირკვევა, რომ დედა 27 აგვისტოს გარდაიცვალა, შვილი კი დღეს დილით.