დედაქალაქი წითელი ზონაა - დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 669 შემთხვევიდან 1 004 თბილისზე მოდის

29.08.21 12:21
 დედაქალაქი წითელი ზონაა - დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 669 შემთხვევიდან 1 004 თბილისზე მოდის

ბოლო 24 საათში კორონავირუსი დედაქალაქში მცხოვრებ 1 004 ადამიანს დაუდასტურდა. 29 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში  2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

თბილისის  შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში - 385, რთული ვითარებაა იმერეთი, აქ კოვიდ 19-ის 327 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 129, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 247, მცხეთა-მთიანეთი - 75, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 109.

 დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10 58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.15%.