კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება ციხეებში - პატიმრებთან შეხვედრები შეზღუდული არ არის

30.08.21 11:22
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება ციხეებში - პატიმრებთან შეხვედრები შეზღუდული არ არის

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ციხეებში ვირუსის უკონტროლო გავრცელების გამო საგანგებო ზომები არ მიუღიათ - ადვოკატებს პატიმრებთან შეხვედრებს არ უზღუდავენ, ძალაშია პაემნებიც.

უფლებადამცველების ინფორმაციით, შეუფერხებლად იგზავნება ამანათებიც, არადა მხოლოდ გლდანის ციხეში, "პირველების" ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულია 60-მდე პატიმარი.

ვირუსმა იფეთქა ქსანში, გეგუთში, ქუთაისის მეორე ციხეში, სადაც კოვიდი 80-ზე მეტ პატიმარს დაუდასტურდა.

გლდანის მერვე დაწესებულებაში გავრცელდა კორონავირუსი. პირადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები იყვნენ გადაყვანილნი კლინიკა "ვივა მედში". ზუსტი ციფრი არ ვიცი, რამდენი პატიმარია ინფიცირებული, თუმცა ფაქტია, რომ ციხეები გადავსების პირასაა, და გაუგებარია, როგორ მოხდება პატიმრების იზოლაცია. 

ამ ეტაპზე შეზღუდვა შესვლასთან დაკავშირებით არ გვაქვს, შევდივართ, ბარიერს მიღმა ვხვდებით პატიმრებს, ვესაუბრებით მათ ტელეფონით"- აცხადებს ადვოკატი.