,,სინოფარმის" მარაგი ამოიწურა, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ,,სინოვაკს" სთავაზობს

30.08.21 14:56
,,სინოფარმის" მარაგი ამოიწურა, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ,,სინოვაკს" სთავაზობს

,,სინოფარმის" დოზები მაღალი მოთხოვნილების გამო ამოიწურა, მოსახლეობას ,,სინოვაკს" ვთავაზობთ, რომელიც აბსულუტურად იდენტური პრეპარატია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით,  ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმოებისთვის რეზერვშია ,,სინოვაკისა" და ,,ფაიზერის" ვაქცინები.

,,სინოფარმზე" ხელმისაწვდომობა არის ძალიან მაღალი. ამ ეტაპზე ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი დოზაა. იმაზე, რომ პირველი აცრისთვის ,,სინოფარმის" დოზები შეიზღუდა, ამაზე გასულ კვირას გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განცხადება. 

კარგია, რომ ,,სინოფარმზე" მაღალი აქტივობა იყო, პრაქტიკულად ამოიწურა ის დოზები, რომელიც შევისყიდეთ, ვიდრე ახალი დოზების დონაციით მოწოდება მოხდება სექტემბრის განმავლობაში, მანამდე ,,სინოვაკია", აბსოლუტურად იდენტურია ეს 2 ვაქცინა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მოქალაქემ ,,სინოფარმის" ნაცვლად ,,სინოვაკით" აიცრას, მიმოქცევაში რჩება ,,ფაიზერის" ვაქცინაც, 

რაც შეეხება ლოკაციებზე ხარვეზებს, ეს გამოიხატებოდა იმ ფაქტით, რომ ,,სინოფარმის" პირველ დოზაზე მოქალაქეები არ იყვნენ ინფორმირებული. 

,,სინოფარმის" დოზა ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობით არ არის, რომ თავისუფალი რეგისტრაციისთვის საკმარისი იყოს - განაცხადა თამარ გაბუნიამ.