დაახლოებით 2 კვირაში სიკვდილიანობა უნდა შემცირდეს - ამირან გამყრელიძე

03.09.21 15:14
დაახლოებით 2 კვირაში სიკვდილიანობა უნდა შემცირდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პროგნოზით, სექტემბრის ბოლოდან სიკვდილიანობა შემცირდება. ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდეს სხვის სიცოცხლესაც და აიცრას.

 დაახლოებით 2 კვირაში სიკვდილიანობა უნდა შემცირდეს... აგვისტოში 23 ათასი იყო საშუალოდ დღიური აცრა... სექტემბერში საჭიროა შემოძახილი, რომ კიდევ უფრო მეტი აიცრას....  თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის ავიცრათ 1000 ადამიანი... სექტემბერში გვქონდეს 30 ათასი აცრა დღეში... თუ სექტემბერში და ოქტომბერში ამას შევძლებთ, მაშინ შევამცირებთ ძალიან რთულ ტალღას - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დღეს კორონავირუსით 3 ათას ადამიანზე მეტი დაინფიცირდა, გარდაცვლილი კი 86 პაციენტია.