COVID 19-ის ახლაგაზრდა მსხვერპლი - კორნავირუსით 20 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

11.09.21 07:19
COVID 19-ის ახლაგაზრდა მსხვერპლი - კორნავირუსით 20 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის ქართველი ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.

ახალგაზრდა სპორტსმენი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. მას ფილტვების უმძიმესი დაზიანება აღენიშნებოდა. 

ვახტანგ ჩარკვიანი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი იყო, ბოლო პერიოდში კი ვიტ ჯორჯიას მეორე გუნდში თამაშობდა. მას 17-წლამდელთა ნაკრებში 2 მატჩი აქვს ნათამაშები