"Pfizzer"-ის ვაქცინებს ვადა 3 თვით გაუხანგრძლივდათ - ტიკარაძე

25.09.21 11:03
"Pfizzer"-ის ვაქცინებს ვადა 3 თვით გაუხანგრძლივდათ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ "Pfizzer"-ის ვაქცინას ვაქცინაციის ვადა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. მისი თქმით, ვაქცინის ვარგისიანობა 6 თვიდან 9 თვემდე გაიზარდა.

არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით, სრულად არის მოხსნილი,  - განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.