რეკორდულად გაუფასურებული ლარი - ექსპერტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ

25.03.21 11:37
რეკორდულად გაუფასურებული ლარი - ექსპერტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ

ეროვნული ვალუტის საგანგაშო ვარდნასთან დაკავშირებით ეკონომისტები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ.  ექპსერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ლარი კიდევ  10 %-ით  გაუფასურდება, რაც ქვეყანას კიდევ უფრო საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდებს. მათი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროპორციულად გაიზრდება ფასი პროდუქტებზეც. 

საზოგადოება და ბანკების ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ამ კრიზისის განმუხტვისთის მთავრობა არაფერს აკეთებს და მხოლოდ ოპოზიციის გაშავებით არის დაკავებული. 

კეპულაძე საყოველთაო ვაქცინაციის დროულად ჩატარებასა  და ქვეყნის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. 

ოფიცილური კურსი წელს არის ყველაზე მაღალი. თუ დროულად არ მოხდა ვაქცინაცია და ქვეყნის ეკონომიკა არ გაიხსნა უფრო მეტად და ტურისტები არ შემოვიდნენ ქვეყანაში მოსალოდნელია, რომ პესიმისტურ სცენარში წელს ლარის კურსი კიდევ 10 % გაუფასურდეს. 
მთავრობას რასაც ვაკვირდები ძირითადად პოლიტიკურ კრიზისშია ჩაბმული და ცდილობს ოპოზიციის გაშავებას. ნაკლებად ვხედავ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგმულს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისკენ
, - ამბობს კეპულაძე. 

 

 ლარის ახალი ანტირეკორდი - 1 დოლარის ფასი  კომერციულ ბანკებში 3 ლარი და 37 თეთრია. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ყველაზე მაღალი ნიშნულია.  ლარის დასასტაბილურებლად  ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარის ინტერვენციაც განახორციელა, თუმცა ლარის გადარჩენა მაინც ვერ მოხეხრდა.