თამბაქოს ფასი წინა წელთან შედარებით 12.1%-ით გაიზარდა

02.04.21 12:18
თამბაქოს ფასი წინა წელთან შედარებით 12.1%-ით გაიზარდა

თამბაქოს ფასი წინა წელთან შედარებით 12.1%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

ფასები ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში 8.9%-ით გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თამბაქოს ნაწარმზე ფასები 12.1 პროცენტით, ალკოჰოლურ სასმელებზე კი 6.2 პროცენტით გაიზარდა.