ზეთი 34,3%-ით გაძვირდა, პური - 8,7%-ით, შაქარი - 14,1%-ით, თევზეული 10,6%-ით-საქსტატი

02.03.21 17:12
ზეთი 34,3%-ით გაძვირდა, პური - 8,7%-ით, შაქარი - 14,1%-ით, თევზეული 10,6%-ით-საქსტატი

საგანგაშოდ გაზრდილი ფასები- საქსტატის მიხედვით, რეკორდულად გაძვირდა როგორც პროდუქტი, ასევე საოჯახო ნივთები და სამედიცინო მომსახურება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,6 პროცენტი შეადგინა.

ზეთი და ცხიმი 34,3%-ით არის გაძვირებული, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 14,1%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო - 12,4%-ით, პური და პურპროდუქტები -  8,7%-ით, რძე, ყველი და კვერცხი -  6,4%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები -  6,3%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14,2%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,5 %) ქვეჯგუფებზე.