პური შესაძლოა, გაძვირდეს

15.03.21 14:36
პური შესაძლოა, გაძვირდეს

საქართველოში პურის ფასის ზრდა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, უახლოეს 2-3 დღეში გახდება ცნობილი, შეწყვეტს თუ არა ჩვენი ქვეყნის მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას. 

თუ შეწყდება პურის ქარხნებისთვის ფქვილის სუბსიდირება, მაშინ პური გაძვირდება. არადა, მთავრობას მკაფიო გადაწყვეტილება აქვს, რომ ფასი არ უნდა გაიზარდოს,  საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

საქართველოს მთავრობა პურის ქარხნებისთვის  ფქვილის სუბსიდირებას  1 აპრილამდე ახდენს.