რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

19.05.25 10:17
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული დამოუკიდებელი კანდიდატი ნიკუსორ დანი იმარჯვებს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ბიულეტენების 99,49% უკვე დამუშავებულია. დენმა მიიღო ხმების 53,90%, ხოლო ულტრამემარჯვენე ნაციონალისტმა ჯორჯ სიმიონმა - 46,10%.

დენმა X მიკრობლოგზე მიმართვა ხალხისადმი გამოაქვეყნა:

ეს იყო უპრეცედენტო მობილიზაცია, რაც ნიშნავს, რომ გამარჯვება თითოეულ თქვენთაგანს ეკუთვნის. თითოეულ რუმინელს, ვინც არჩევნებზე მოვიდა, ხმა მისცა და იბრძოდა იმ ქვეყნისთვის, რისიც სწამს, იმ ქვეყნისთვის, რომელშიც სურს ცხოვრება. ხვალიდან ვიწყებთ რუმინეთის აღდგენას. ერთიანი, პატიოსანი რუმინეთის, რომელიც ეფუძნება კანონის და ხალხის პატივისცემას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე მიულოცა დენს გამარჯვება და მას ისტორიული უწოდა.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში ეს პრეზიდენტის არჩევის მეორე მცდელობა იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა წინა არჩევნების შედეგები, რომელშიც პირველ ტურში ლიდერობდა ულტრანაციონალისტი კალინ ჯორჯესკუ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო მოსკოვთან კავშირში.

მსგავსი სიახლეები