სისხლიანი დაპირისპირება საქართველო-რუსეთის საზღვარზე - მოკლულია ტრაილერის მძღოლი

24.03.21 13:30
სისხლიანი დაპირისპირება საქართველო-რუსეთის საზღვარზე - მოკლულია ტრაილერის მძღოლი

სისხლიანი დაპირისპირება საქართველო-რუსეთის საზღვარზე - მოკლულია ტრაილერის მძღოლი. რადიო „ეხო მასკვის" ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად  ტრაილერის მძღოლებს შორის  კამათით  დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.

"ტვ. პირველის" კორესპოდენტი ადგილიდან ჰყვება, რომ შემთხვევის  ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მომხდარს იკვლევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი თურქი და სომეხი ეროვნების ტრაილერის მძღოლს შორის მოხდა. რა გახდა მკვლელობის მოტივი,  ჯერ-ჯერობით უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  აცხადებს, რომ მკვლელობა საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა.

რამდენიმე დღეა, საქართველო-რუსეთის საზღვრის სახმელეთო მონაკვეთი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია, იქ სატვირთო ავტომობილების კილომეტრიანი რიგები დგას და მძღოლები ღამეებს ადგილზე ათენებენ.