ადვოკატის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

24.03.21 21:19
ადვოკატის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ პოლიტიკოსის  ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ნავალნის ზურგის ტკივილები აწუხებს, რამაც ფეხის გაშეშება და გადაადგილების შეზღუდვა გამოიწვია.

 სიტუაციის გასარკვევად  ციხესთან იმყოფებიან ნავალნის უფლებადამცველები, თუმცა მათ შენობაში  არ უშვებენ. ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ნავალნი ციხის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი დეპუტატი 17 იანვარს აეროპორტშივე  დააკავეს.