ამერიკაში პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო - მინესოტის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი

05.04.21 12:58
ამერიკაში პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო - მინესოტის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის  მეოთხე ტალა დაიწყო - ამის შესახებ ტელეარხ Fox News - ის ეთერში მინესოტის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა, პროფესორმა მაიკლ ოსტრხოლმა, განაცხადა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მეოთხე ტალღის მიზეზი არის ვირუსის ახალი შტამის გამოვლინება.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ფაქტიურად ახალი პანდემიის წინაშე ვდგავართ. ერთადერთი სასიხარულო ინფორმაცია ის არის, რომ დღევანდელი ვაქცინები ახალი ვირუსის, B.1.1.7 -ის, წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურია - განაცხადა პროფესორმა ოსტერხოლმა.

მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ მხედველობაში აქვს ბრიტანული შტამის ახალი ვირუსი, რომელიც უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. აღნიშნული ვირუსის გამავრცელებლები კი არიან ძირითადად ბავშვები, რომლებიც  COVID-19- ის ამ ახალი სახეობით სულ უფრო ხშირად ავადდებიან. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსით 30 მილიონი ადამიანია დაავადებული, რომელთაგან 555 ათასი გარდაიცვალა.