პუტინმა საკუთარ თავს პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორი ვადით არჩევის საშუალება მისცა

05.04.21 19:29
პუტინმა საკუთარ თავს პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორი ვადით არჩევის საშუალება მისცა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე. აღნიშნული კანონი რუსეთის დუმამ 2020 წელს განხორციელებული კონსტიტუციის შესწორების საფუძველზე მიიღო და ის ითვალისწინებს პრეზიდენტის წინა ვადების ანულირებას. 

კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის  პრეზიდენტს მხოლოდ ორი ვადით აქვს უფლება, კენჭი იყაროს.

ვლადიმერ პუტინი 2000 წლიდან მოყოლებული რუსეთის პრეზიდენტია, 2008-1012 წლებში ის მედვედევმა შეცვალა, 2012 წლიდან დღემდე კვლავ ის უდგას ქვეყანას სათავეში.