იორდანიის ორი მინისტრი კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის გამო გაათავისუფლეს

01.03.21 16:39
იორდანიის ორი მინისტრი კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის გამო  გაათავისუფლეს

იორდანიის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები კორონა ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს

მინისტრები რესტორანში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, რითაც იორდანიაში მოქმედი რეგულაციები დაარღვიეს. მათ შორის ერთ-ერთი რეგულაცია ეხება  20-ზე მეტი ადამიანის თავშეყრაზე დაწესებულ შეზღუდვასა და სოციალური დისტანციის დაცვას. მინისტრების გადაყენების გადაწყვეტილება იორდანიის პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის პირი 140 დოლარით ჯარიმდება. 

ცნობისთვის, იორდანიაში კორონავირუსის ჯამში 391 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, covid-19-ის ინფექციის შედეგად ქვეყანაში 4 701 ადამიანი დაიღუპა.