დანიაში AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ექიმი თრომბოებოლიით გარდაიცვალა

20.03.21 14:47
დანიაში AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ექიმი თრომბოებოლიით გარდაიცვალა

დანიაში, კოპენჰაგენის ერთ კლინიკაში კლინიკის პერსონალის AstraZeneca-თი ვაქცინაციის შემდეგ 2 მათგანს თრომბოებოლია განუვითარდა. აქედან ერთი გარდაიცვალა. დანიის მედიცინის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ორივე მათგანის ვაქცინაციიდან 2 კვირაც არ იყო გასული. 

დანიაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება 11 მარტს შეჩერდა.   AstraZeneca, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 16 თებერვალს დაამტკიცა. ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა სრულად შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს და  მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია.