არ გამოვრიცხავ, ევროპამ ნიკა მელიას 40 000-ლარიანი გირაო გადაუხადოს - ზილფიმიანი

23.03.21 17:16
არ გამოვრიცხავ, ევროპამ ნიკა მელიას 40 000-ლარიანი გირაო გადაუხადოს - ზილფიმიანი

"არ გამოვრიცხავ, ევროპამ ნიკა მელიას 40 000-ლარიანი გირაო გადაუხადოს",  - ამის შესახებ  "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზილფიმიანი აცხადებს. 

არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ 40 000 და უთხრან, გამოდიო, სახეს შეინარჩუნებს ყველა. აღარ იქნება ის, რომ ელისაშვილმა თქვა, მე გადავიხდიო და მუქარები წამოვიდა. შეიძლება ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული და გამოიყვანოს, რა გამორიცხულია? - არაფერია გამორიცხული, რადგან იგი აღარ ელოდება სასამართლოს, - ამბობს ზილფიმიანი.