ძალიან აგრესიულები იყვნენ- ტურისტი, რომელსაც თბილისის აეროპორტში მესაზღვრემ აგინა, მომხდარის დეტალებს პირველად ჰყვაბა

23.03.21 20:22
ძალიან აგრესიულები იყვნენ- ტურისტი, რომელსაც თბილისის აეროპორტში მესაზღვრემ აგინა, მომხდარის დეტალებს პირველად ჰყვაბა

ტურისტი, რომელიც თბილისიდან უმიზეზოდ გააბრუნეს და "მეძავი უწოდეს" ტვ პირველთან მძიმე დღეს იხსენებს.

თურქმენეთის მოქალაქე აიშა რაიმოვა ამბობს, რომ კადრები, რომელმაც საზოგადოება გააღიზიანა თავად გადაიღო. 

არ გადმომიშვეს საზღვარზე, მითხრეს და წადი იქ დაჯექი სანამ სტამბულში დაგაბრუნებენო, ისინი აგრესიულები გახდნენ,როცა მესაზღვრის სახელით და გვარით დავინტერესდი, მითხრეს რომ ჩემი საქმე არ იყო - ამბობს აიშა რაიმოვა.

 ახალგაზრდა ქალი თბილისში რამდენიმე დღით აპირებდა დარჩენას. ტურისტი აეროპორტიდან საკუთარ ქვეყანაში გააბრუნეს.