შექმნა და მერე პოლიტიკური სიმპათიის გათვალისწინებით გადააკეთა - ვინ მართავს გვერდს Gakharia & Media -ს - გაბრიელ წულაიას განმარტება

23.03.21 20:39
შექმნა და მერე პოლიტიკური სიმპათიის გათვალისწინებით გადააკეთა - ვინ მართავს გვერდს Gakharia & Media -ს - გაბრიელ წულაიას განმარტება

გაბრიელ წულაია, რომელმაც გვერდი "Bidzina ivanishvili & media" 2011 წელს შექმნა, დღეს კი გვერდს სახელი შეუცვალა და  Gakharia & Media გახადა, სოციალურ ქსელში გადაწყვეტილებას ხსნის. 

წულაია, რომელიც  საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა და პოსტი  გახარიას გადადგომიდან მალევე დატოვა, ამბობს, რომ ის გიორგი გახარიას მხარდამჭერია: 

მინდა საზოგადოებას მივაწოდო რეალური ინფორმაცია:
1. ტყუილია თითქოს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური  გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად  გადაკეთდა.
აღნიშნული გვერდი, რომელიც არ იყო ოფიციალური, არამედ, ჩვეულებრივი მხარდამჭერთა გვერდი იყო, მე და ჩემმა ძმამ, ირაკლი წულაიამ ჯერ კიდევ ქართული ოცნების დაფუძნებამდე,  2011 წლის ოქტომბერში შევქმენით.
2. ასევე, დეზინფორმაციაა, თითქოს ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობისას ვმართავდი აღნიშნულ გვერდს. 
რეალურად - მხარდამჭერ გვერდს მართავდა ჩემი ძმა
3.  აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირების არაერთი მცდელობისა, მომხდარიყო გვერდის "დარეპორტება", გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მხარდამჭერთა გვერდი ფუნქციონირებს სოცქსელის ყველა სტანდარტისა და წესის დაცვით, ფეისბუქის მხრიდან მისი ფუნქციონირება არასოდეს შეფერხებულა (სოცქსელის მცოდნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდება ამის მნიშვნელობას).
4. გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომისთანავე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. ამიტომ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ღიად, სწორედ ჩემი შეხედულებების შესაბამისად,  ჩემ ძმასთან ერთად, გავაგრძელებ აღნიშნული გვერდის მართვას"- წერს წულაია.