ყოველი დღე, როცა ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, გამარჯვებაა რუსეთისთვის - შაჰინი

23.03.21 22:35
ყოველი დღე, როცა ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, გამარჯვებაა რუსეთისთვის - შაჰინი

ყოველი დღე, როცა ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, გამარჯვებაა რუსეთისთვის  -  ეს განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. 

ყოველი დღე, როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა.სწორედ ამიტომ მე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ კრიზისი დიდხანს გაგრძელდა.მოვუწოდებ ორივე მხარეს, ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და გააძლიერონ, შეინარჩუნონ საქართველოს დემოკრატია, - განაცხადა შაჰინმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში სენატში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები