თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს - სენატორი რიში

24.03.21 11:57
თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს - სენატორი რიში

თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს - ეს განცხადება სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება.

საქართველო კრიტიკულ მომენტშია. თუკი ის ვერ აამოქმედებს დემოკრატიას ახლა, არ ვიცი ამას როდის შეძლებს. ის დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შანსს. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოახერხონ კრიზისიდან გამოსავალზე შეთანხმება და მოილაპარაკონ მნიშვნელოვანი რეფორმები საქართველოს მომავლისთვის -თქვა ჯიმ რიშმა. 

ამ წუთებში სენატში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს. 

მსგავსი სიახლეები