ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია - ჯორჯ კენტი

24.03.21 09:58
ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია - ჯორჯ კენტი


ნიკა მელიას დაკავება უკან გადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიისთის - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ჯორჯ კენტის თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციური ლიდერის დაკავებამ გამოიწვია. ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის მიერ არჩეული გზიდან გადაუხვია. 

ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა. მისი დაკავება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის.. საქართველოს დემოკრატიისთვის ეს გადამწყვეტი მომენტია.  როგორც საქართველოს მოკავშირემ და მეგობარმა, აშშ-მ გულწრფელად უნდა ისაუბროს მაშინ, როცა ქართველი ლიდერები, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიიდან, ქართველი ხალხის არჩეული გზიდან გადახვევას იწყებენ, - ამბობს ჯორჯ კენტი. 

სენატში საგარეო კომიტეტის სხდომა გუშინ გაიმართა. განხილვის მთავარი თემა საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისი იყო.