მმართველი პარტიის მიერ მედიის პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება - მაკდონალდი

24.03.21 09:04
მმართველი პარტიის მიერ მედიის პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება - მაკდონალდი

უმწვავესი გზავნილები სენატის საგარეო კომიტეტის სხდომიდან საქართველოს ხელისუფლებას - "ოცნებას" პირდაპირ უთხრეს, რომ "მედიის პოლარიზაციით საქართველოს ზიანი ადგება".

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ტრიბუნიდან თქვა, რომ  აშშ დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ პროგრამებს მხარს უჭერს.

„ბოლოს, მინდა ვისაუბრო სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შესახებ. ეს არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები. საქართველო განიცდის სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის მხრიდან ქცევის მნიშვნელოვან გაუარესებას და ეროვნული მედიის გარემო სულ უფრო პოლარიზებულია. როგორც საშინაო, ისე საგარეო დეზინფორმაცია აძლიერებს საზოგადოების გაყოფას. აშშ მხარს უჭერს დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ პროგრამებს და ებრძვის დეზინფორმაციას მედიაკამპანიების, მედიაწიგნიერების გზით და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებით, დაიცვას საკუთარი საინფორმაციო სივრცე. მოწყვლადობები, რომლებიც ჩამოვთვალე, რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს და კარს უღებს სხვა გავლენებს, რომლებიც საზიანოა საქართველოს დემოკრატიული გზისთვის“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.