ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, თქმა საკმარისი არაა, უნდა იყო - ნატალი საბანაძე

24.03.21 10:05
ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, თქმა საკმარისი არაა, უნდა იყო - ნატალი საბანაძე

ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ ფრანგულ გაზეთ Le Monde -თან საუბრისას განაცხადა.

მოგვიანებით კი Le Monde-თან საუბარში გაკეთებულ განცხადებაზე, ნატალი საბანაძემ  სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე პირადი მიზეზებით იყო განპირობებული და ამის პოლიტიზირება უადგილოა. 

ჩემი გადაწყვეტილება იყო პირადი პოზიციის დაფიქსირება, მისი ზედმეტად პოლიტიზირება უადგილოა. ამ სტატიაში საუბარია პოლიტიკურ ლიდერებზე, მთელს პოლიტიკურ კლასზე, რომელიც პროევროპული ორიენტაციისა, მაგრამ მოლოდინია, რომ იქნება ევროპული თავის ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებში, - წერს საბანაძე.

შეგახსენებთ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. 

მსგავსი სიახლეები