ვუბრუნდებით მსოფლიო ცივილიზაციას - შალვა ნათელაშვილი სენატის სხდომის შესახებ

24.03.21 10:42
ვუბრუნდებით მსოფლიო ცივილიზაციას - შალვა ნათელაშვილი სენატის სხდომის შესახებ

ვუბრუნდებით მსოფლიო ცივილიზაციას - ასე შეაფასა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გუშინ, სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე გამართული დისკუსია. 

რა თქმა ისტორიულია ამერიკის სენატში საქართველოში არსებული კრიზისის განხილვა. ვუბრუნდებით მსოფლიო ცივილიზაციას. თუმცა გაითვალისწინეთ,რომ მომხსენებლები სახელმწიფო დეპარტამენტიდან ბატონი კენტი და ქალბატონი მაკდონალდი პრეზიდენ ტრამპის და მისი ბიძინასგან დაფინანსებული სიძის კუშნერის დანატოვრებია და რამდენიმე  დღეში მათ ჩაანაცვლებენ ახალი მაღალი რანგის დიპლომატებით -  წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. სენატორებმა საქართველოს მიმართ კრიტიკული გზავნილები გააჟღერეს. უმეტესობა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა დემოკრატიული პროცესების რღვევაზე მიუთითებს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს.