პროკურატურა მზადაა სასამართლოს, მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს - ამის შესახებ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადეს.
„2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.