დიპლომატიური იერიში "ოცნებაზე" - სენატორებმა ოლიგარქიულ მმართველობაზე ღიად ისაუბრეს

24.03.21 11:30
დიპლომატიური იერიში "ოცნებაზე" - სენატორებმა ოლიგარქიულ მმართველობაზე ღიად ისაუბრეს

მძიმე ღამე „ქართული ოცნებისთვის“ - აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებაზე დიპლომატიური იერიში მიიტანა. სენატში საგარეო კომიტეტის სდომაზე სენატორებმა საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა გააკრიტიკეს და რუსეთის ინტერესების გაძლიერებაზე ისაუბრეს. საათნახევრიანი დებატების დროს სენატორებმა  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხიმგბელობა პირდაპირ „ოცნების“ ხელისუფლებას  დააკისრეს. სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ დემოკრატიამ არ იმუშავა საქართველო ევროატლანტიკური წევრობის შანსს დაკარგავს.