აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება -ექსპერტები სენატის სხდომის შესახებ

24.03.21 11:46
აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება -ექსპერტები სენატის სხდომის შესახებ

ექსპერტები ფიქრობენ, რომ აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.   პოლიტოლოგების აზრით,  სენატის სხდომის გზავნილები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თუ მთავრობამ დროული ნაბიჯები არ გადადგა კრიზისის მოსაგვარებლად, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ კურსს და რუსულ ორბიტაზე გადაინაცვლებს. 

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევსმ რომ სენატის გუშინდელი სხდომაზე მკვეთრად დაფიქისრდა მოსაზრება, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი რუსეთის ინტერესებშია.

საუბარი იყო, რომ ამ ყველაფრით სარგებლობს რუსეთი, ხაზი იყო გასმული, რომ თითოეული დღე როცა ქაოსია საქართველოში ეს არის რუსეთის ინტერესებში, პოლიტპატიმრების არსებობა ასევე არის რუსეთის ინტერესებში - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე. 

 აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკების გაგრძელებაა. 

მთავარი გზავნილი არის რომ უნდა დაბრუნდნენ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან და კრიზისი უნდა გადაიჭრას მოლაპარაკების გზით, სერიოზული კრიტიკა იყო საარჩევნო სისტემის და სასამართლო სისტემის მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სენატში სერიოზული მხარდაჭერის სურვილი არის საქართველოს მიმართ, - ამბობს დავით სიხარულიძე.  

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის და ექსპერტის, ნინო კალანდაძის შეფასებით, საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშეა, რომ ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს. 

ეს ნიშნავს, იმას რომ აშშ-ს სენატი იხილავს რამდენად ამ ქვეყანასთან საერთოდ პერსპექტივაში განხილულ იქნას სამომავლო თანამშრომლობა, იმიტომ რომ მთელი ეს დემოკრატიის გზაზე მათი მხრიდან მხარდაჭერა, ფინანსური დახმარება ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თუ დემოკრატიის გზიდან გადახვევა ხდება - ამბობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე.