სენატის განცხადებები მიუთითებს, რომ სასამართლოს სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა - ჯანეზაშვილი

24.03.21 13:12
სენატის განცხადებები მიუთითებს, რომ  სასამართლოს  სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა - ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, სენატში გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ სასამართლოში კლანური მმართველობის პირობებში განვითარების პერსპექტივა არ არსებობს. ჯანეზაშვილის აზრით, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური განახლება და სასამართლო  კლანური მართველობისგან გათავისუფლდეს.

ეს განცხადებები, რაც გაკეთდა სენატში მიუთითებს, რომ საქართველოს სასამართლოს  სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა და განახლება. მე ვერ წარმომიდგენია სასამართლოს განვითარების პერსპექტივა, თუ ამ სასამართლოში დარჩებიან ჩინჩალაძე და სხვა ისეთი პირები, რომლებმაც მოგვიტანეს მძიმე შედეგები რაც დღეს სასამართლოშია ,არანაკლებ მნიშვნელოვანია  სასამართლოს სისტემის ნეპოტიზმისგან გათავისუფლება, ასევე მნიშვნელოვანია  საქმეთა განაწილების წესის შეცვლა და სისტემური ანალიზი. მნიშვნელოვანია როგორ ნაწილდება საქმეები, აუცილებელია გადაიხედოს როგორ მიმდინარეობს პროცესები და რატომ ჭიანურდება საქმეები -ამბობს ჯანეზაშვილი. 

გუშინ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა გაიმართა. სენატორებმა სხდომაზე ისაუბრეს საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზებზეც.