ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ-ღარიბაშვილი სანაიაზე

25.02.21 18:47
 ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო,  მედიის წარმომადგენლების მიმართ-ღარიბაშვილი სანაიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ძალადობა დაგმო.

„მსურს, გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს გამთენიისას თავს დაესხნენ. მომხდარ ფაქტზე შსს-მ 3 პირი დააკავა. 

მსგავსი სიახლეები