ამერიკელი მეგობრები მხარდაჭერას გვიცხადებენ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში - ნათელაშვილი

24.03.21 13:18
ამერიკელი მეგობრები მხარდაჭერას გვიცხადებენ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი გუშინ, სენატის სხდომის გამართვას, სადაც საქართველოს საკითხის განხილვა მოხდა, ისტორიულს უწოდებს. ნათელაშვილის აზრით, სენატორების გზავნილებში ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა იკითხებოდა. 

გუშინ სენტში შედგა ისტორიული სხდომა, სადაც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაცხადდა ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების პოზიცია, რომ ისინი დგანან ამ ურთულეს დროს ისევ და ისევ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, -  თქვა ნათელაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ  გუშინ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს საკითხის განხილვა მოხდა, სენატორებმა საქართველოს მიმართ კრიტიკული გზავნილები გააჟღერეს. უმეტესობა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა დემოკრატიული პროცესების რღვევაზე მიუთითებს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თუ საქართველოში დემოკრატიამ  არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს.