ტვ პირველის ინფორმაციით, ნატა საბანაძის ადგილს მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს

24.03.21 13:31
ტვ  პირველის ინფორმაციით, ნატა საბანაძის ადგილს მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს

ტვ  პირველის ინფორმაციით, ნატა საბანაძის ადგილს ევროკავშირში საქართველოს ელჩის პოზიციაზე მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს. მაკა ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატია, რომელსაც ასევე აქვს ევროკავშირში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ბოჭორიშვილის თანამდებობაზე დანიშვნის  ინფორმაციას "ქართულ ოცნებაში" ჯერჯერობით არ ადასტურებენ. 

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.