ირაკლი კობახიძის ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა - ვენეციის კომისიის უმწვავესი დასკვნა

24.03.21 13:42
ირაკლი კობახიძის ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა - ვენეციის კომისიის უმწვავესი დასკვნა

ოპოზიციისათვის ხელების გადაგრეხვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ დაიწუნა. საუბარია ირაკლი კობახიძის ინიციატივით შექმნილ  დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც პარტიები, რომლებიც პარლამენტში ბოიკოტის გამო არ შევლენ, დაფინასების გარეშე დარჩებიან. 

კომისიამ აღნიშნული კანონპროექტი და სანქციები  არაპროპორციულად მიიჩნია. 

ასეთი ფართო სანქციები იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, არ არის ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის არც ერთ წევრ სახელმწიფოში, – ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.

ვენეციის კომისია უფრო პროპორციული და შესაბამისი საშუალების განხილვის რეკომენდაციას იძლევა.