"პარტნიორობა არ ნიშნავს მონობას" - ბოლტის კურიერების პროტესტი

24.03.21 14:14
"პარტნიორობა არ ნიშნავს მონობას" - ბოლტის კურიერების პროტესტი

საკურიერო კომოპანია "ბოლტის" თანამშრომლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან. ბოლტში დასაქმებულები  მოითხოვენ  გაიზარდოს ტარიფები, საკომისიო სისტემა გადაიხედოს და სამსახურიდან გაშვებული კურიერები უკან  დააბრუნონ. მათი თქმით, ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.კურიერების თქმით, მას შემდეგ რაც მათ პროტესტი გამოთქვეს, კომპანიამ მათი აპლიკაცია დაბლოკა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა. ბოლტის კურიერებმა აქცია დღეს 13:00 საათზე გამართეს, სოლიდარობის ნიშნად მათ სხვა "დელივერი სერვისის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

წინა კვირასაც მივმართეთ ოფისს, მაგრამ არც გვესაუბრებიან. გუშინ ასევე დაიწყეს აქციაზე მყოფი კურიერების სამსახურიდან გათავისუფლება, ამით მიგვანიშნეს რომ დაიწყება ჩვენი ჩანაცვლება - ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი კურიერი.