კობახიძის ბოლშევიკური მეთოდები ვენეციის კომისიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - ოპოზიცია

24.03.21 15:31
კობახიძის ბოლშევიკური მეთოდები ვენეციის კომისიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - ოპოზიცია

ვენეციის კომისიის მწვავე დასკვნას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტების   შეფასებით, ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტების მიმართ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება  სცადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ აღნიშნული დასკვნით, ვენეციის კომისიამ „ქართულ ოცნებას“ ,ფაქტიურად ,კობახიძის ბოლშევიკურ მეთოდებზე უთხრა უარი. 

ვენეციის კომისიამ ამ ძალიან კრიტიკული დასკვნით, პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ კობახიძის ბოლშევიკური მეთოდები პარტიების დევნის მიუღებელია და შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის თქმით, ხელისუფლების სადამსჯელეო ოპერაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მაკაფიოა, რომ ის დემოკრატიულ სტანდარტებტან შეუსაბამობაში მოდის. 

სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლების ამ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს  და ასეც იყო აღქმული ჩვენს მიერ, სადამსჯელო ღონისძიებას, ვენეციის კომისიის მოსაზრება არის სრულიად მკაფიო, რომ ეს არის არაპროპორციული და ეს არის არასწორი მოქმედება, რაც ხელს შეუშლის დემოკრატიულ განვითარებას და პარტიულ პლურალიზმს, - ამბობს წერეთელი.

„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი თლის, რომ თუკი საერთაშორისო მხილების ფონზე, ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტს მაინც აქცევს კანონად, ეს ფაქტი მის მდგომარეობას მხოლოდ დაამძიმებს. 

ამ ვითარებაში, თუ „ქართული ოცნება“ წავა ვა ბანკზე, რომ დიდი საერთაშორისო მხილების პირობებში ვენეციის კომისიის მიერ დაწერილ დასკვნებსაც შეეწინაღმდეგება და ცალსახად არადემოკრატიულ, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს აქცევს კანონად, ეს მის მდგომარეობას მხოლოდ დაამძიმებს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
 

„ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ დაიწუნა. საუბარია ირაკლი კობახიძის ინიციატივით შექმნილ  დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც პარტიები, რომლებიც პარლამენტში ბოიკოტის გამო არ შევლენ, დაფინასების გარეშე დარჩებიან.