კანონპროექტს, რომელიც ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა, ოცნება უკან არ გაიწვევს

24.03.21 15:46
კანონპროექტს, რომელიც ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა,  ოცნება უკან  არ გაიწვევს

კანონპროექტს, რომელიც ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა,  ოცნება უკან  არ გაიწვევს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის ინიციატივით შექმნილ  დოკუმენტზე მუშაობას "ქართული ოცნება" რეკომენდაციების გათვალისწინებით გააგრძელებს. 

პოლარიზაცია რომელიც არსებობს იმიტომ რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში არ შემოდის, არ მოხდეს ინსტრუმანტილიზება კანონის და მორგება დღევანდელ სიტუაციაზე. ჩვენ რეკომენდაციებს გავეცანით, რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით გავაგრძელებთ კანონპროექტზე მუშაობას - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ დაიწუნა. საუბარია ირაკლი კობახიძის ინიციატივით შექმნილ  დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც პარტიები, რომლებიც პარლამენტში ბოიკოტის გამო არ შევლენ, დაფინასების გარეშე დარჩებიან. ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას არაპროპორციულ ზომად მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს.