სტიქია შიდა ქართლში - მაშველები დატბორილ სოფლებში ამ დრომდე არ გამოჩენილან

24.03.21 15:45
სტიქია შიდა ქართლში - მაშველები დატბორილ სოფლებში ამ დრომდე არ გამოჩენილან

სტიქია შიდა ქართლში - წყალდიდობის შედეგად დატბორილ სოფლებში  მაშველები ამ დრომდე არ გამოჩენილან. მოსახლეობა სტიქიის შედეგებს საკუთარი ძალებით ებრძვის. სოფლის მაცხოვრებლები  ცდილობენ, დატბორილი ეზოებიდან და სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები თავად ჩაატარონ. 

სოფელ დვანში ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. უხვი ნალექის გამო, მდინარე ფრონის კალაპოტმა მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა, რის გამოც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. 
წყალი მოედინება სოფლის შიდა გზებზე. ადგილობრივების ინფორმაციით, დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი. 

მსგავსი სიახლეები