არ განვიხილავ ამ საკითხს - მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირში ელჩად შესაძლო დანიშვნვაზე

24.03.21 16:16
არ განვიხილავ ამ საკითხს - მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირში  ელჩად შესაძლო დანიშვნვაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი და  პარლამენტის ევროპასთან უერთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი უარყოფს ევროკავშირში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მისი საკითხი გუნდში არ განიხილება. 

არ განვიხილავ ამ საკითხს, ბრიუსელიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, ჩემი მიზანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ვაკეთო საქმე აქედან საიდანაც უნდა დავიწყოთ ევროკავშირში ინტეგრაცია - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა. 

 ტვ  პირველის ინფორმაციით, ნატა საბანაძის ადგილს ევროკავშირში, სავარაუდოდ,  საქართველოს ელჩის პოზიციაზე მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს. მაკა ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატია, რომელსაც ასევე აქვს ევროკავშირში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ბოჭორიშვილის თანამდებობაზე დანიშვნის  ინფორმაციას "ქართულ ოცნებაში" ჯერჯერობით არ ადასტურებენ. 

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.