წულუკიანი არის მატყუარა, სამარცხვინო, უღირსი ადამიანი - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

24.03.21 16:39
წულუკიანი არის მატყუარა, სამარცხვინო, უღირსი ადამიანი - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

წულუკიანი არის მატყუარა, სამარცხვინო, უღირსი ადამიანი - ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნას. სასულიერო პირი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებობს. 

კულტურის მინისტრი წულუკიანი არის მატყუარა და სამარცხვინო ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობა და უმოქმედობა შ. ამირანაშვილის  სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ავარიული ორასწლოვანი უნიკალური შენობის რეაბილიტაციის არ ჩატარების და მუდმივი ცრუ დაპირებების გამო, რომ აი ახლა დაიწყება რეაბილიტაცია, აი მალე იქნება, ამასობაში წლები გადის და მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციას არ დაადგა საშველი, არადა ორ საუკუნოვანი შენობა ლამისაა თავზე ჩამოგვენგრეს და მიწისქვეშა წყლებმა რასაც ჰქვია, ჩაალპო და ნესტს მიაქვს მუზეუმი, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ დაცულ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს, ამიტომ მუზეუმის ადმინისტრაციის ქმედება, რომ დაცვისა და გამოფენისათვის ექსპონატთა ნაწილი გადაეტა ეროვნული მუზეუმის სხვა შენობებში, იყო სავსებით სწორი - წერს დეკანოზი. 

სასულიერო პირი თეა წულუკიანს და ხელისუფლებას გელათის რეაბილიტაციის გამოც აკრიტიკებს და წერს, რომ ახლადდანიშნული კულტურის მინისტრი არაკვალიფიციური და პოლიტიზირებული კადრია. 

 სამარცხვინო ხარ, წულუკიანო. ჯერ იყო და განაცხადე, გელათში პრობლემები 2008 წლიდან დაიწყოო, როცა გელათი ღვთისმშობლის და წმ. გიორგის ტაძრების გადახურვა დაიწყო 2014 წელს, ხოლო მანამდე წარმატებით და სანიმუშოდ ხორციელდებოდა გელათის რეაბილიტაცია, გაკეთდა აკადემიის, გალავნის კარიბჭის, აღმაშენებლის აკლდამა-კარიბჭის, გაბრიელ ეპისკოპისის სახლის რეაბილიტაცია და ფრესკების ნაწილის კონსერვაცია. მაგრამ იმის ნაცვლად რომ აღიაროს ოცნების მმართველობისას ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ცდილობს სააკაშვილის პერიოდისკენ ისროლოს კენჭები. ამიტომ საჯაროდ ვამბობ, რომ ესაა უღირსი, არაკვალიფიციური  პოლიტიზირებული კადრი კულტურის მინისტრის თანამდებობისთვის, რომელიც ყველანაირ სიბინძურეზე და სიცრუეზე ხელის მომწერია - წერს ჭიღლაძე.