ვთხოვე სააკაშვილს, მომხრეებს მიმართოს, ვიფიქროთ შერიგებასა და მიტევებაზე - მეუფე ნიკოლოზი

13.10.21 20:37
ვთხოვე სააკაშვილს, მომხრეებს მიმართოს, ვიფიქროთ შერიგებასა და მიტევებაზე -  მეუფე ნიკოლოზი

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს.

როგორც წმინდა სინოდის გავლენიანმა წევრმა ჟურნალისტებს უთხრა, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას: 

მგონია, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი არის ,შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. მე ვთხოვე ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, ვისაც შეიძლება, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება, რომ მოუწოდოს ყველას, რომ ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი", - განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მისი თქმით, მისი პოზიცია სააკაშვილის სურვილს დაემთხვა:

ძალიან მიხარია, რომ მისი პოზიციაც არის ზუსტად ასეთი. სრული თანხმობა. აი, არც ერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია, თქვა, რომ თვითონაც ასე ფიქრობს", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.